7 იანვარი, 2015

სოფო გელოვანი დედა მეორედ გახდა

sopo2მომღერალი სოფო გელოვანი დედა გახდა. მას მეორე ბიჭი შეეძინა, რომელსაც აკაკი დაარქვეს:

“დღეს პატარა აკაკი მაჩუქა ღმერთმა. მინდა ყველა დედას გისურვოთ თქვენი შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება! გილოცავთ ქრისტეშობას.”
მომღერალი დედა 6 იანვარს გახდა. პატარა აკაკი ლანდია და მისი დედიკო

თავს კარგად გრძნობენ. სოფოს და მის მეუღლეს ნოდო ლანდიას უფროსი ბიჭი დათა ჰყავთ, რომელიც 5 წლისაა.