Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სინეტიკ თეატრი ტრიუმფატორია

30 იანვარი, 2015

sinetik2ამერიკაში ქართველების მიერ დაარსებულმა “სინეტიკ თეატრმა” ახალი წელი სრული ტრიუმფით დაიწყო.

პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებული თეატრის სპექტაკლმა „მეთორმეტე ღამე“ ჰელენ ჰეისის 11 ნომინაცია მიიღო.

ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს. ნომინაციებს შორისაა წლის საუკეთესო სპექტაკლის, საუკეთესო რეჟისორის (პაატა ციქურიშვილი), საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის, საუკეთესო ქორეოგრაფის და საუკეთესო ქალის მთავარი როლის შესრულების (ორივე – ირინა ციქურიშვილი), საუკეთესო ქალის მეორეხარისხოვანი როლის (ირინა კავსაძე), საუკეთესო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის (ირაკლი კავსაძე), საუკეთესო ხმის დიზაინის (კონსტანტინე ლორთქიფანიძე) და მრავალი სხვა ნომინაცია.

ნომინაციებში დებიუტანტი აღმოჩნდა ირინა კავსაძე, ხოლო რეკორდსმენი ირინა ციქურიშვილი. გარდა ამისა, საუკეთესო ქორეოგრაფიისთვის ნომინირებული 5 სპექტაკლიდან 3-ზე “სინეტიკ თეატრის” წამყვანი ქორეოგრაფი ირინა ციქურიშვილი წარადგინეს.

სულ ვაშინგტონის 90-მდე თეატრს შორის სინეტიკ თეატრმა წელს ამერიკის დედაქალაქის ყველაზე საპატიო თეატრალური ჯილდოს 23 ნომინაცია მოიპოვა.