Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სიმინდის კუნძული კიდევ ერთ ნომინაციაზე წარადგინეს

24 იანვარი, 2015

simindi2გიორგი ოვაშვილის ფილმი “სიმინდის კუნძული” კიდევ ერთ ნომინაციაზე წარადგინეს და მას “კინო მშვიდობისთვის” ეწოდება.

საერთაშორისო ფონდ “მწვანე ფილმის” მთავარი ნომინაციის “კინო მშვიდობისთვის” გამარჯვებული ბერლინში ბერლინალეს ფარგლებში 9 თებერვალს გალა-დაჯილდოებაზე გამოცხადდება.

“კინო მშვიდობისთვის” არის საერთაშორისო ფონდი და ის ლეონარდო დიკაპრიომ და მიხეილ გორბაჩოვმა დააარსეს. ფონდი ყოველწლიურად სოციალურად და პოლიტიკურად აქტუალურ, მშვიდობის თემაზე შექმნილ ფილმებს აჯილდოებს.

“სიმინდის კუნძულს” 2015 წელს რეკომენდაცია ოსკარის კომიტეტმა გაუწია. გალა-დაჯილდოებას 9 თებერვალს ბერლინში ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილიც დაესწრება.