Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შეწყდეს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის განადგურება!

20 იანვარი, 2015

saydrisi2კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ყველაზე მსხვილმა ევროპულმა გაერთიანებამ ,,ევროპა ნოსტრამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ის მოუწოდებს ყველა მხარეს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შეწყდეს ამ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება.

ოგრანიზაციის თანადგომის შესახებ ინფორმაციას საიას ავრცელებს და განმარტავს, რომ “ევროპა ნოსტრას” განმარტებით, საყდრისი მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს მაღაროა. გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს კამპანიასაც, რომლის მიზანია საყდრისი-ყაჩაღიანის გადარჩენა და აცხადებს მზადყოფნას მხარში დაუდგეს სამოქალაქო საზოგადოებას რათა შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის შემდგომი განადგურება.

ორგანიზაცია უკვე შეუერთდა პეტიციას, რომელიც საყდრისის ნგრევის შესაჩერებლად შეიქმნა. პეტიციას ამ დროისთვის მსოფლიოს 28 ქვეყნიდან 250-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

,,ევროპა ნოსტრა” ევროპის უმსხვილესი გაერთიანებაა კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, რომელიც აერთიანებს 5 მილიონზე მეტ ადამიანს, 250 წევრ ორგანიზაციას და 150 ასოცირებულ წევრს. ის მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორიცაა იუნესკო თუ ევროპის საბჭო.