20 იანვარი, 2015

შაკირა ქველმოქმედებაში ჩაერთო

shakira7მსოფლიო ვარსკვლავი შაკირა კვლავაც აქტიურად აგრძელებს იუნისეფის საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას.

ორსული მომღერალი, მისი ბოიფრენდი ჟერარ პიკე და მათი ბიჭი მილანი სპეციალურ ფოტოსესიაშიც ჩაერთნენ. კამპანიის ფარგლებში მათ სხვა ცნობილ ხელოვანებსა და სპორტსმენებსაც მოუწოდეს ობოლი და მზრუნველობამოკლებული პატარების დასახმარებლად გაერთიანდნენ:

“ახლა, როცა მეორე პატარას ველოდებით, დიდი სურვილი გვაქვს იმ ბავშვებსაც დავეხმაროთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენი სურვილია, მთელს მსოფლიოში მაცხოვრებელ პატარებს, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეს განიცდიან, გაუსაძლისი ყოფა ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ და ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტარული პირობები შევუქმნათ. გვსურს, სხვა მშობლებმაც მოგვბაძონ, ამიტომაც სოციალურ ქსელში ვავრცელებთ ინფორმაციას, რათა ყველა ცნობადმა სახემ გამოიყენოს თავისი შანსი ამ ქველმოქმედებაში ჩასართავად.”