6 იანვარი, 2015

სამთავროს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი რეკონსტრუირებულია

mcxeta1კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით, არქეოლოგიურ და ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით განახორციელა სამთავროს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის სრული რეკონსტრუქცია.

მცხეთის სამთავროს არქეოლოგიური ველი – მისი გარემო და უძველესი ნაგებობები ვირტუალურად გაცოცხლდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანია, უმდიდრესი მიწისქვეშა მემკვიდრეობის უკეთ წარმოჩენისა და სფეროს განვითარებისთვის, ულტრა თანამედროვე და საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალი ტექნოლოგიური მედიების შექმნა და ადეკვატური გამოყენება.

მსგავსი მასალა ასევე საუკეთესო საშუალებაა უძველესი ყოფის უკეთ წარმოჩენისთვის და არქეოლოგიური მუზეუმების განვითარებისთვის.

”მცხეთის უძველესი ნასახლარის რეკონსტრუქცია ვცადეთ. მეცნიერული ცოდნა იოლგასაგები რომ ყოფილიყო ყველასთვის – ბავშვებისთვის, უფროსებისთვის… კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთნ ერთად, სადაც მუშავდება მცხეთის მუზეუმის ექსპოზიციის “დრამატურგია” და საგამოფენო თემები. ძალიან საინტერესო პროცესია. ეს მხოლოდ ერთი მიმართულება და ერთი მხარეა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრში ვამუშავებთ. გთხოვთ ნახოთ და სურვილებიცა და შენიშვნებიც მომწეროთ, სიამოვნებით დაგიგდებთ ყურს,” – აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.