28 იანვარი, 2015

სამებაში პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

sameba328 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება დავით ჯიმშიაშვილის პირველი პოეტური კრებულის „იწყებ თავიდან“ წარდგინება.

წიგნის რედაქტორი მაია მიქაიაა. კრებული დაიბეჭდა გამომცემლობა „კალმოსანში“. ღონისძიებას წარუძღვება ეკატერინე ბაზერაშვილი. სიტყვით გამოვლენ მაია მიქაია, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, ლაშა ბაბიჩაძე, ქეთევან ნათელაძე და მარიამ თორია. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ხარაგაულის ხალხური ანსამბლი „კახორი“.

ღონისძიება წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე მოეწყობა და მასზე დასწრება თავისუფალია.