პოპის მეფის მაიკლ ჯექსონის ხმა მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც მან სიმღერა დაიწყო. 11 წლის შემდეგ, მომღერალს არანაირი მუტაციის პერიოდი არ ჰქონია;
1916 წელს ჩარლი ჩაპლინი გამოიმუშავებდა 10.000 დოლარს კვირაში და ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლებოდა;
“ბითლზის” სიმღერებში სიტყვა “სიყვარული” 613-ჯერ გვხვდება;
ფილმში “შვიდი წელი ტიბეტში” შესრულებული როლისთვის ბრედ პიტს ჩინეთში შესვლა აუკრძალეს;
მადონა და სელინ დიონი პრინც ჩარლზის მეუღლის კამილას ბიძაშვილები არიან;
სკოლაში სწავლის დროს, ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი სკოლის საკალათბურთო გუნდიდან გააგდეს;
როკის ლეგენდამ კურტ კობეინმა საბავშვო ნარკოტიკის რიტალინის მიღება 7 წლის ასაკიდან დაიწყო;
საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს ნაპოლეონ ბონაპარტს მოსწონდა, როცა მის პარტნიორს ოფლის სუნი ასდიოდა;
ნამზეური, იგივე ზაგარი მოდაში კოკო შანელმა შემოიტანა;
მერლინ მონროს ბიუსჰალტერში 14.000 დოლარი გადაიხადეს;
ამერიკის 37-ე პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს ხაჭოს ჭამა კეტჩუპით უყვარდა;
ო. ჰენრიმ გაიმარჯვა ყველაზე მოკლე მოთხრობის კონკურსში. კონკურსის პირობის თანახმად, ნაწარმოებს უნდა ჰქონოდა დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული. ო ჰენრის მოთხრობა მხოლოდ სამი წინადადებისგან შედგებოდა: “მძღოლმა სიგარეტს მოუკიდა. მერე მანქანის ძრავისკენ დაიხარა, რომ ენახა, იყო თუ არა შიგ ბენზინი. განსვენებული მხოლოდ 23 წლის იყო.”;
Lil Wayne-მა რეპის წერა 8 წლის ასაკში დაიწყო;
ალტერბტ აინშტაინს არ შეეძლო თავისი ტელეფონის ნომრის დამახსოვრება;
ჯორჯ ვაშინგტონს თავის ბაღში მარიხუანა მოჰყავდა;
გონებრივი განვითარების კოეფიციენტის განსაზღვრისას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იმ ადამიანებმა აჩვენეს, ვინც წლების განმავლობაში ჰიპ ჰოპს და R&B-ს უსმენდა;
1983 წელს ჟურნალმა Billboard მადონა წლის ჩავარდნად დაასახელა;
ფრედი მერკური ზანზიბარში დაიბადა და მისი სახელი და გვარია Farrokh Bulsara;
მაქსიმ გორკი წუთში 4.000 სიტყვას კითხულობდა;
ბობ მარლი ახალგაზრდობაში სკინჰედი იყო;
იულიუს კეისარი დაფნის გვირგვინს გამელოტების დაფარვის მიზნით ატარებდა;
პერის ჰილტონმა თავისი სრულწლოვანება, 21 წლის შესრულება 5-ჯერ აღნიშნა;
ეშტონ კატჩერს ორივე ფეხზე ორი თითი შეერთებული აქვს;
ბობ დილანის ნამდვილი სახელი და გვარი რობერტ ციმერმანია;
ნაპოლენონი წუთში 2.000 სიტყვას კითხულობდა;
ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო;
ალბერტ აინშტაინი არასდროს იცვამდა წინდებს;
ვუპი გოლდბერგს წარბები არ აქვს;
პერის ჰილტონის ფეხის ზომა 44-ია;
კინომსახიობების 85% წელიწადში მხოლოდ 5.000 დოლარს გამოიმუშავებს;
ჯულია რობერტსი პირველი მსახიობია კინოს ისტორიაში, ვინც ფილმში შესრულებული როლისთვის 20 მილიონი დოლარი მიიღო;
ფილმისთვის “მოკალი ბილი” კვენტინ ტარანტინომ რობერტ როდრიგესს 1 დოლარი გადაუხადა;
ალექსანდრე პუშკინის დიდი ბებია, ევდოკია ივანოვნა გოლოვინა და ლევ ტოლსტოის დიდი ბებია ოლგა ივანოვნა გოლოვინა დები იყვნენ;
Dr. Dre-ს Eminem-ი შეხვედრამდე აფროამერიკელი ეგონა;
სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და ბილ გეითსი თავის დროზე კოლეჯებიდან გარიცხეს;
ჯორჯ ვაშინგტონი 46 ზომა ფეხსაცმელს ატარებდა;
Lil Wayne 15 წლის იყო, როცა პირველი შვილი გაუჩნდა;
რიანას სკოლა არ დაუმთავრებია;
ბილ გეითსი მილიონერი 31 წლის ასაკში გახდა;
უსამა ბინ ლადენის მამა მუჰამედ ბენ ავად ბენ ლადენი მდიდარი ბიზენსმენი იყო, რომელიც 22-ჯერ დაქორწინდა და 54 ცნობილი ბავშვის მამაა;
ჯასტინ ბიბერის ტვიტერიდან 80.000 გამომწერი წამიერად გაქრა, როგორც კი მომღერალმა თმა შეიჭრა.