Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სად გადავა დამწვარი აზარიანცის სახლიდან სახელოვნებო სკოლა?

14 იანვარი, 2015

saxelovnebo-skola1რუსთაველის გამზირზე, ე.წ. მელიქ აზარიანცის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახელოვნებო სკოლა მთლიანად განადგურდა.

სახელოვნებო სკოლაში არსებულ მდგომარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ადგილზე გაეცნენ.

დავით ნარმანია სკოლის ხელმძღვანელობას და პედაგოგებს შეხვდა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მერია სახელოვნებო სკოლისთვის ალტერნატიულ ფართს მოიძიებს, რათა სასწავლო პროცესი უმოკლეს ვადაში განახლდეს.

13 იანვრის ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სკოლის ინფრასტრუქტურა, დამწვარია ინსტრუმენტები, დაზიანდა ელექტროგაყვანილობა. შექმნილი ვითარების გამო, სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.