რობერტ ბარძიმაშვილი 81 წლის გახდებოდა

Robert_bardzimashvili2ქართული მუსიკალური სამყაროს გამორჩეული მომღერალი რობერტ ბარძიმაშვილი 12 იანვარს 81 წლის გახდებოდა.

საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ვოკალისტი, მუსიკოსი, ჯგუფ „ორერას“ დაამარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი არაერთი ნიჭიერი მომღერლის აღმომჩენი და გზის გამკვალავი იყო. მათ შორისაა ლევან ლაზარიაშვილი, რომელმაც “ლამპიონების” შესრულებით უმალვე მოიპოვა პოპულარობა.

რობერტ ბარძიმაშვილმა “ორერას” დატოვების შემდეგ შექმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75“, რომლის მიმართულება იყო ჯაზ-როკი და ფიუჟენი. მომღერალი ხელმძღვანელობდა ჯგუფ „ჯორჯიას“ და ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლ „ლახტს“. რობერტ ბარძიმაშვილი გადაღებულია ფილმებში „წარსული ზაფხული“და „ორერა, სრული სვლით!“.

იუბილარი ხელოვანი 69 წლის ასაკში 2003 წელს გარდაიცვალა, ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.