28 იანვარი, 2015

რა სიურპრიზს ამზადებს პრინცი?

prince28 თებერვალს გრემის 2015 წლის დაჯილდლდოების ცერემონიალი გაიმართება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჯილდოების ცერემონიალში პრინცი მიიღებს მონაწილეობას და მისი გამოსვლა დიდხანს დაამახსოვრდება მთელ მსოფლიოს.

როგორც უცხოურ გამოცემებს პრინცთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, მომღერალი გრემისთვის უკვე აქტიურად ემზადება.

პრინცმა გასული წლის შემოდგომაზე ახალი ალბომი “Art Official Age” გამოუშვა. მართალია, ის ისეთი პოპულარული აღარ არის, როგორც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, მაგრამ პრინცი საკუთარ თავზე მუშაობას კვლავაც აქტიურად აგრძელებს და გულშემატკივრებს სიახლეებით მუდმივად ანებივრებს.

უკვე ცნობილია, რომ გრემის წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლენ მადონა, არიანა გრანდე, AC/DC, ედ შირანი და ერიკ ჩერჩი.