Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ყინულის დედოფალს” სოციალურად დაუცველი ბავშვები დაესწრნენ

8 იანვარი, 2015

nana2შობის დღესასწაულზე სოციალურად დაუცველი 2 ათასი ბავშვი „ყინულის დედოფალს“ დაესწრო. პატარები წარმოდგენაზე პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან ერთად მიიწვია. მათ სპექტაკლს პატარა მაყურებლებთან ერთად უყურეს.

სპექტაკლის დაწყებამდე პრემიერმა და მისმა მეუღლემ სტუმრებს თბილისის „ივენთ ჰოლში“ უმასპინძლეს და საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს.
თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო და ზღაპრის გმირები – სპეციალურად ბავშვებისთვის „ივენთ ჰოლში“ ზღაპრული გარემო შეიქმნა. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორებმა და მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟებმა იზრუნეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.