5 იანვარი, 2015

“ყინულის დედოფალი” დაბრუნდა

nana2ჰანს ქრისტიან ანდერსენის გენიალური ზღაპარი „ყინულის დედოფალი“ დაბრუნდა. 7, 8 და 9 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს თბილისის საკონცერტო დარბაზში კინოს, თეატრის და ვიზუალური ეფექტების სინთეზს – პატარებისთვის განსაკუთრებულად საყვარელ ზღაპარს.

როგორც წარმოდგენის ავტორები აცხადებენ, ეს იქნება “ყინულის დედოფლის” სრულიად განსხვავებული თეატრალური ვერსია. სპექტაკლის პრემიერა შარშან სპორტის სასახლეში გაიმართა. მისი დადგმა რეჟისორსა და მსახიობს ზაალ ჩიქობავას ეკუთვნის. მთავარ როლს კი მოცურავე, “ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილე ნანა ნებიერიძე ასრულებს. მასთან ერთად სპექტაკლში ქართული თეატრის ცნობილი მსახიობები არიან დაკავებული, მათ შორის, ირაკლი ძნელაძე, ანი წერეთელი, დავით ბეშიტაიშვილი, სამორი ბალდე, ნინო მუმლაძე, ნინო თარხან-მოურავი, ტატო ჩახუნაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია და შოუ ბალეტი ვერნისაჟი.

იდეის ავტორი და მხატვრული ხელმძღვანელი ბესო ჩანტლაძეა, დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა, დამდგმელი მხატვარი დავით მაჭავარიანი, ვიზუალური ეფექტების რეჟისორი ლევან ხომერიკი, ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი, პროექტის მენეჯმენტს ახორციელებს კომპანია პიკარტი.

სამი დღის განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფი 6 სპექტაკლს ითამაშებს. მათზე დასასწრები ბილეთის ფასი 10-დან 30 ლარამდეა.