ქართველმა რეჟისორმა ბულგარეთის კინოფესტივალზე გაიმარჯვა

gamarjvebuli2ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე “NEW WAVE” ქართველმა რეჟისორმა გაიმარჯვა. სალომე ვეფხვაძის ფილმმა “მე, ისინი და მამა” მიიღო პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმისთვის. გამარჯვებულ ქართველ რეჟისორს კუთვნილი პრიზი და სიგელი უკვე გადასცეს.

სალომე ვეფხვაძის პროექტმა 2014 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. ეს მისი სადიპლომო ნამუშევარია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.

სალომე ვეფხვაძის “მე, მამა და ისინი” ნაჩვენები იყო თბილისის 15-ე საერთაშორისო კინოფესტვიალზეც სტუდენტური ფილმების ჩვენების პროგრამის ფარგლებში.