5 იანვარი, 2015

ქართველი მომღერლები დაიკარგნენ

axal1ქართული ესტრადის თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი დაიკარგა. მათი დაკარგვა, არც მეტი არც ნაკლები ზუსტად ახალ წელს მოხდა.

“ახალ წელს დაკარგულები”, – სწორედ ასე ჰქვია ახალ ქართულ ფილმს, რომელიც რეჟისორმა გიორგი კიკალიშვილმა გადაიღო. ფილმი მუსიკალური კომედიაა და მასში ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები მონაწილეობენ. მათთან ერთად ფილმში ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანებიც არიან დაკავებული.

აჩიკო მეფარიძე, ქუჩის ბიჭები, დათო ხუჯაძე, ფორტე, ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ირაკლი ფირცხალავა, ნინი ბადურაშვილი, გიორგი ყიფშიძე, დათო დარჩია, შორენა ბეგაშვილი, მიშა მესხი, მარგო ლუჩკო, შონზო, ნათია წიწილაშვილი – ეს ფილმში მონაწილეთა მხოლოდ ნაწილია.

როგორც ფილმის ავტორები აცხადებენ, კინოთეატრებში მისულ მაყურებელს ბევრი სირპრიზი და სასაცილო სიტუაცია ელოდება.

ახალი ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 8 იანვრიდან გამოჩნდება.