26 იანვარი, 2015

ქართველი მოდელი დონატელა ვერსაჩეს რჩეულია

tako416 წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის დონატელა ვერსაჩეს რჩეული გახდა.

ქართველმა ლამაზმანმა, რომელიც “Next Models”-ის მოდელია, ვერსაჩეს ერთ-ერთი ბოლო კოლექცია მსოფლიოში ცნობილ მოდელებთან ერთად წარადგინა.

ფოტოები და ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერალმა ლიზა ყენიამ გაავრცელა:

“ბრილიანტი გოგო გვყავს! მინდა, რომ ეს იყოს შენი წარმატების მინიმუმი! წინ საოცრებები გელის! ყველამ ვუსურვოთ წარმატება ყველაზე პატარა ქართველ მოდელს!”

დონატელა ვერსაჩესთან თანამშრომლობის შემდეგ, თაკო ნაცვლიშვილით დიორი დაინტერესდა და ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიწვია.