29 იანვარი, 2015

ქართველი კავეენშიკები უმაღლეს ლიგაში მოხვდნენ

kaveen4საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები კავეენის უმაღლეს ლიგაში მოხვდა.

ქართველი იუმორისტები უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშებენ. ისინი მესამე თამაშში ითამაშებენ, რომელიც 14 მარტს გაიმართება. ამ დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თბილისის, მინსკის, მოსკოვის, ირკუტსკის, ბელგოროდის და ვოლგოგრადის იუმორისტები.

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებისთვის გასული წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის საერთაშორისო პრემიერ ლიგის 2014 წლის ჩემპიონი გახდა, ამიტომაც საერთაშორისო უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვა.

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების მონაწილეობის ფინანსურ მხარდაჭერას უმაღლეს ლიგაში რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია უზრუნველყოფს.