16 იანვარი, 2015

ქალი მსახიობები ოსკარის გარეშე

oscar3ოსკარი ნებისმიერი მსახიობისთვის საოცნებო ჯილდოა. “არტინფომ” მოიძია იმ ცნობილი ქალი მსახიობების ჩამონათვალი, ვინც ოსკარზე რამდენჯერმე იყო ნომინირებული, მაგრამ საოცნებო პრიზი ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა. მათ შორის ამოჩნდნენ მერლინ მონრო, შერონ სტოუნი, მონიკა ბელუჩი.

მერლინ მონრო, შერონ სტოუნი, მონიკა ბელუჩი, კამერონ დიასი და კლერ დეინსი არც ერთხელ არ ყოფილან წარდგენილი ოსკარზე.

მხოლოდ ერთხელ შეამჩნია ამერიკულმა კინოაკადემიამ კატრინ დენევი, კრისტინ სკოტ ტომასი და უაინონა რაიდერი, თუმცა მსახიობები ოსკარის გარეშე დარჩნენ.

ორჯერ წარადგინეს ოსკარზე ჰელენა ბონემ კარტერი და ნაომი უოტსი, მაგრამ მათ ჯილდოს მოპოვება ვერ შეძლეს.

მიშელ ფაიფერი და ჰოლივუდის ყველაზე მაღალი მსახიობი სიგურნი უივერი ოსკარზე სამჯერ იყვნენ ნომინირებული, მაგრამ მათი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.