3 იანვარი, 2015

პოლიკარპე ხუბულავა გარდაიცვალა

poli90 წლის ასაკში გარდაიცვალა უდიდესი მომღერალი და უხუცესი ლოტბარი, მეგრული სიმღერის პატრიარქი პოლიკარპე ხუბულავა, ადამიანი რომლის მოღვაწეობაც ფასდაუდებელია და შეუფასებელი.

ინფორმაციას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. ის ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას.

პოლიკარპე ხუბულავას 90 წლის იუბილე ზუგდიდში დეკემბერში აღინიშნა. 4 დეკემბერს ზუგდიდის კულტურის ცენტრში შემოქმედებითი საღამო გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ღონისძიების დასასრულს კულტურის ცენტრის წინ პოლიკარპე ხუბულავას სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა. ეს იყო პირველი ვარსკვლავი სამეგრელოში და მისი მფლობელი უხუცესი ლოტბარი გახდა.