20 იანვარი, 2015

ფედერიკო ფელინი 95 წლის გახდებოდა

felini220 იანვარს გენიალური იტალიელი კინორეჟისორის ფედერიკო ფელინის დაბადების დღეა. მას წელს 95 წელი შეუსრულდებოდა.

იტალიელი კინორეჟისორი მსოფლიოში ცნობილია მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სტილით, რომელიც ფენტეზისა და ბაროკოს ერთგვარი ნაზავია. მას XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საყოველთაოდ აღიარებულ კინორეჟისორად მიიჩნევენ.

კინოში მისი მისვლა რობერტო როსელინის დამსახურებაა. მოგვიანებით ფელინიმ აღნიშნა, „რომ არა როსელინი, მე შესაძლოა, ცირკის დირექტორი გავმხდარიყავი და არა კინორეჟისორიო“, რადგან ბავშვობაში ის ცირკით იყო გატაცებული და ერთხელ მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა კიდეც.

ფელინის პირველი წარმატებული ფილმი იყო „გზა“, რომელიც გახდა ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის „ვერცხლის ლომის” მფლობელი. ფილმში მთავარ როლს ასრულებდა მისი მეუღლე ჯულიეტა მაზინა. ფილმმა „ტკბილი ცხოვრება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო დაიმსახურა.

იტალიელმა რეჟისორმა გავლენა იქონია ისეთ ცნობილ კინორეჟისორებზე, როგორებიცაა ვუდი ალენი, დევიდ ლინჩი, დევიდ კრონენბერგი, სტენლი კუბრიკი, პედრო ალმოდოვარი, ტიმ ბარტონი, ემირ კუსტურიცა.

ფედერიკო ფელინი იტალიის ყველაზე დიდი ჯილდოს დიდი ჯვრის ორდენის კავალერია.რეჟისორის მშობლიური ქალაქის რიმინის აეროპორტი კი მის სახელს ატარებს.