Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოთარ მეღვინეთუხუცესს ძეგლი დაუდგეს

16 იანვარი, 2015

otaris-dzegli29 აპრილის ბაღში საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლისთავზე მსახიობის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა.

ძეგლის ავტორი, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. 9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, ოთარ მეღვინეთუხუცესმა მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი გმირი შექმნა კინოსა და თეატრში.

მსახიობის მეუღლის გურანდა გაბუნიას განცხადებით, მას ძეგლი ძალიან მოსწონს და ამაყობს, რომ მისი მეუღლის ქანდაკება სწორედ ლევან ვარდოსანიძემ გააკეთა.