17 იანვარი, 2015

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაზიანებულია

dzegli-dazianebuli22229 აპრილის ბაღში მდებარე მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაზიანებულია. მსახიობის ძეგლი 16 იანვარს მის დაბადების დღეზე გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი, თბილისის მერი, ხელოვანის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები.

ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი ძეგლის კვარცხლბეკზე მთლიანად მოგლეჯილია წარწერა “ოთარ მეღვინეთუხუცესი”. წარწერა 9 აპრილის ბაღის დაცვის თანამშრომლებმა 17 იანვარს დილით იპოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ძეგლის დაზიანება გვიან ღამით მოხდა.