27 იანვარი, 2015

’’ორი ვარსკვლავი’’ ბრუნდება

ori-varskvlavi3ტელეკომპანია “იმედზე” მუსიკალური შოუ “ორი ვარსკვლავი” მეორე სეზონით ბრუნდება. გადაცემის წამყვანი ტრადიციულად დუტა სხირტლაძე იქნება, მონაწილეები კი მომღერლები და საზოგადოებისთვის სხვადასხვა სფეროში ცნობილი და წარმატებული ადამიანები.

ტელეკომპანია “იმედმა” უკვე გაავრცელა პროექტის ვიდეორგოლი, რომელშიც მისი მონაწილეები არიან გადაღებული. “ორი ვარსკვლავის” მეორე სეზონში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ილო ბეროშვილი და ნუცა ბუზალაძე, მირიან ჯეჯელავა და ნინი ცნობილაძე, გოდერძი შარაშია და ელენე ფოჩხუა, დაჩი კოპაძე და ანანო მჟავია, მანიკა ასათიანი და ნიკა ლაზარიაშვილი, ეკა დოლიძე და მერაბ სანოძე, ნანა ნებიერიძე და გიორგი მახარაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი და მაგდა ვასაძე, ნათია ფარჯანაძე და ლუკა ზაქარიაძე, როლანდ ოქროპირიძე და მარიკო ებრალიძე, ხათუნა ჟორდანია და გიო ხუციშვილი, თეა დარჩია და ლევან მასპინძელაშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მუსიკალური შოუს ჟიური. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ “ორი ვარსკვლავი” “იმედის” ეთერში 3 თებერვალს დაიწყება.