Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ნიჭიერის” ბოლო ფინალისტი ცნობილია

6 იანვარი, 2015

gia1სახალხო შოუ “ნიჭიერმა” მეხუთე ნახევარფინალი მოაწყო და პროექტის ბოლო ფინალისტები დაასახელა.

სულ შემოვიდა 26.332 ხმა. ამ ხმების უმრავლესობა 48.6 პროცენტი მიიღო აკრობატმა გიორგი გოგობერიშვილმა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, ნიჭიერის ფინალში გადავიდა.

ჟიურის ფინალში უკრაინელი აკრობატი ტატიანა კუნდიკი გადაიყვანა.
ელჯიმ კი თავის რჩეულად დაასახელა გიორგი და პაპუნა პირსახოცების შოუთი.

მეხუთე ნახევარფინალში მონაწილეობდნენ პავლოვიჩი, ილუზიონისტი გიორგი კეწელაშვილი, აკრობატი ტატიანა კუნდიკი, მოცეკვავე თეონა მანაგაძე, ავტომრბოლელი მერი გვასალია, აკრობატი გიორგი გოგობერიშვილი, მოცეკვავეები თაკო და გიორგი და პაპუნა და გიორგი პირსახოცების შოუთი.

“ნიჭიერის” მეხუთე სეზონის ფინალი 13 იანვარს გაიმართება და სახალხო პროექტი თავის რჩეულს დაასახელებს.