4 იანვარი, 2015

ნინო ბაშარული: “მე ქართველი ვარ, მაშასადამე ვარ ქართველი!”

nino1ქართველი მომღერალი ნინო ბაშარული უცხოეთში წასულ ქართველებს საგანგებო განცხადებით მიმართავს:

“მე ქართველი ვარ, მაშასადამე ვარ ქართველი!!! იმედია, ეს ფრაზა გახდება ყველა ქართველის ლოზუნგი, რადგან მიმაჩნია რომ ევროპული განათლების მისაღებად ევროპაში გამგზავრება ან იქ ცხოვრება უპირატესობას არ ანიჭებს ევროპას. პირიქით, ეს მტკივნეული პროცესია ფესვებს მოგლეჯილი რომ ხარ და გადახვეწილი სხვა მხარეში. გამგზავრება სხვა ქვეყანაში კი თავისთავად აუცილებელი გზაა მოაზროვნე ადამიანისთვის. ის ვითარდება მოგზაურებაში. გამოცდილებას იძენს. სულიერად იზრდება… გარდა იქ სწავლებისა, დროებითი ცხოვრებისა და მუშაობისა იქ იმისთვის უნდა ჩავდიოდეთ, რომ ქართული გენის სიმდიდრეები წარმოვაჩინოთ და დავეხმაროთ მათ რადგან დიდ სულიერ კრიზისს განიცდის ევროპა დღეს და იქნებ ხელი შეუწყოთ სულიერების მოპოვებაში. ცნობილია რომ ბევრად ადრე ევროპიდან ჩამოდიოდნენ აღმოსავლეთსა და ევრაზიაში განათლების მისაღებად და აქედან მიჰქონდათ უდიდესი ცოდნები. მედიცინიდან დაწყებული დამთავრებული ეზოთერიზმით…

ასე რომ, გმირის როლს ნუ შევასრულებთ ევროპის გადამეტებულ სიყვარულში. ზომიერება დაიცავით და ელეთ-მელეთი ნუ დაგემართებათ. წაბრძანდით, იმოგზაურეთ, დატკბით, აღფრთოვანდით, მეც ვყოფილვარ და კიდევ ბევრჯერ წავალ იქ… ასე რომ, ვიცი რაც არის.. მაგრამ საკუთარი გვარის და გენის დამალვას და საკუთარი თავის ინგლისელად ან იტალიელად გასაღებას არ დავიწყებ, ღმერთო ნუ მომკალი.

თუ პატრიოტი ხარ, ემიგრაციაში ყოფნისას გაგიძლიერდებათ თქვენი ქვეყნის სიყვარული და საოცარი ნიჭი და უნარები აღმიგაჩნდებათ უცებ. ეს სჩვევია უცხოეთში ყოფნის დროს ემიგრანტის ბუნებას. თუ არადა უფალი გწყალობდეთ ყველგან მაინც… უბრალოდ გვახსოვდეთ, რომ შენი თუ არ გიყვარს სხვას ვერ შეიყვარებ და ვერც სხვა მიგიღებს რომ დაინახავს როგორ უდიერად ექცევი შენს გენს და უნიათო დამოკიდებულება გაქვს შენი ქვეყნის მიმართ. ქვეცნობიერში ამ საქციელს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი კიცხავს და უპატივცემულობას გამოხატავს გულის სიღრმეში. რაც შეეხება მიბაძვებს რაშიც მართლა ბადალი არ გვყავს ქართველებს, იქნებ დავფიქრდეთ და სანამ გავაფეტიშებთ რომელიმე ქვეყნის ენასა და დამწერლობას, ფართოდ გავახილოთ თვალები და საკუთარი განძი შევამჩნიოთ იქნებ, როგორღაც…. ვაღიაროთ რომ უძლიერესი გენია ქართული გენი და გავუფრთხილდეთ, რადგან დამწერლობა, ფოლკლორი და კულტურა ერის სულიერების სარკეა. მორჩა! რაღა მტკიცებულება გვინდა… ახლა ის რაც გვაქვს იმას უნდა ჩავეჭიდოთ და არ მივცეთ გადაგვარების უფლება. ეს არ ნიშნავს არც ჩემს ნაციზმს და არც რასიზმს… არც იმას მეგობრებო, რომ მე რომელიმე სექტის წარმომადგენელი ვარ. მე უბრალოდ თვალების ფართოდ გახელას გთხოვთ… მოდით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გავლით შევიყვაროთ სხვა ქვეყნები და მათი კულტურა და ენა. ასე მჯერა მე!

მთავარი გამომრჩა! ყველა ქართველი ემიგრანტის თვალზე მომდგარ ცრემლს ვენაცვალე, რომელიც ვერ შეუკავებია, უბრალოდ ლაპარაკში თუნდაც თბილისის ხსენებაზე… ასეთი ბევრია მადლობა ღმერთს და მე ისინი მიყვარს.”