24 იანვარი, 2015

ნინი ბადურაშვილს ახალი კლიპი დაუწუნეს

nini6მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ახალი კლიპი გადაიღო. სიმღერას “აქ ვარ” ეწოდება, ტექსტი მანანა გურგენიძეს ეკუთვნის, მუსიკა კი ნინი ბადურაშვილმა და ეკა კახიანმა ერთად დაწერეს.

კლიპი ერთ-ერთ პავილიონშია გადაღებული, სადაც ნინის თურქეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის რამაზო რომას კოსტიუმები აცვია.

ახალი კლიპის პრემიერა მომღერალმა “პროფილში” გამართა. ვიდეორგოლი უკვე ინტერნეტშიც დევს და მას 15 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

როგორც მოსალონდელი იყო, მომღერლის ახალმა სიმღერამ და მასზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა მაყურებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მსმენელის ნაწილმა მისი ახალი ნამუშევარი მოიწონა, ნაწილმა კი მას საშინელება უწოდა.

“არტინფო” გთავაზობთ ნინი ბადურაშვილის ახალ სიმღერას და კლიპს და მისი შეფასებაც თქვენთვის მოგვინდია.