15 იანვარი, 2015

ნინა სუბლატი: ყველა დეტალს გაგიმხელთ!

niina2საქართველოს წარმომადგენელი “ევროვიზია 2015”-ზე ნინა სუბლატი თავის ერთგულ გულშემატკივრებს მადლობას უხდის და პირობას დებს, რომ მათ ყველა დეტალს გაუმხელს:

“ოოჰ ჩემო მეგობრებო! ახალი კულტურული სიახლეა საქართველოში: გავიგეთ ადამიანის ვინაობა, რომელიც ევროვიზიაზე წარგვადგენს და ეს ადამიანია ნინა სუბლატი! მადლობაბ რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ ჩემო კარგებო. სწორს იმიტომ არ ვეძახი, რომ ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა. უბრალოდ დიდ სიხარულთან ერთად და პირად სარგებელთან და სიამოვნებასთან ერთად, ეს დიდი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა! პასუხისმგებლობას კი ბევრი ვერ იღებს. მადლობა ქართველო ხალხო, რომ ზედიზედ მეორედ მომანიჭეთ პირველობა! მადლობა, რომ ორ ძალიან დიდი პროექტში საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ ამირჩიეთ! ეს მართლაც რომ უზომო ნდობის გამოცხადებაა არტისტისთვის და ამდენი პატივი ნამდვილად ცოტას აქვს, თუმცა ამ ნდობას დამსახურებაც უნდა და მიხარია, რომ შრომა დამიფასდა! გაიხარეთ თქვენყ ყველანაირ დეტალს სამომავლოდ გაგიმხელთ, ყველანაირად ვეცდები ჩემი იდეები განვახორციელო და პერფორმანსი სხვის იმედზე მიგდებული არ მექნება!”