Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკოლოზ რაჭველი: “ისტორიის ნაწილი გავხდი”

5 იანვარი, 2015

rachveli1დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ნანი ბრეგვაძის კონცერტს ეხმაურება, რომელიც პატრიარქის დაბადების დღეს მიეძღვნა და კმაყოფილებას არ მალავს:

“1996 წელს ფილარმონიაში ნანი ბრეგვაძის ბენეფის-კონცერტზე დარბაზში მოვხვდი, 16 წლის ვიყავი, ვუცქერდი და ვუსმენდი ჩემს ძვირფას მომღრალს, დიდ ხელოვანს, მის განუყრელ მედეა გონგლიაშვილთან და ჯანსუღ კახიძესთან ერთად და ჩემთვის გულში ვოცნებობდი მასთან ერთად მუზიცირებას, სცენაზე დგომას… დღეს კი უკვე ნანის მესამე სოლო კონცერტს ვუძღვებოდი სცენაზე… და არ მტოვებდა სწორედ იმ წუთებზე ფიქრი, როდესაც დღევანდელი დღე მხოლოდ დიდი სურვილი და ნატვრა იყო ჩემთვის… მეგობრობა და თანამშრომლობა იმ ადამიანთან, ვინც არჩილ კერესელიძის, რეზო ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის და კიდევ არაერთი დიდი კომპოზიტორის შთაგონება იყო მაგრძნობინებს, რომ მეც ერთგვარი შთამომავალი ვარ ჩემი ძვირფასი კუმირების ქართულ მუსიკაში… ნანი ბრეგვაძე საქართველოს ისტორიის დიდი და საამაყო ფურცელია და ბედნიერი ვარ, რომ მეც მასთან ერთად ამ ისტორიის ნაწილი გავხდი… მადლობა ღმერთს ამისათვის… და კიდევ რამდენი რამისთვის… მე მიყვარს თითოეული ნოტი, თითოეული ბგერა, რომელიც ამ საღამოს დარბაზში ჟღერდა… მით უფრო, რომ ახლებურად აჟღერებული ძველი მელოდიები ჩემი შვილები არიან… ხოდა მშობლიური გრძნობა მაქვს… ძალიან თბილი…”