23 იანვარი, 2015

ნიკოლას კეიჯს მკვლელობა დაუკვეთეს

nikolas2ცნობილ მსახიობს ნიკოლას კეიჯს მკვლელობა დაუკვეთეს. ამისთვის მას რიგითი მშენებელი მუშის როლის მორგება მოუწია.

მსახიობს რეჟისორი ლარი ჩარლზი თავის ახალ ფილმში იღებს, რომელიც სატირული კომედიაა. “Army of One” – ასე ჰქვია სურათს, მასში მსახიობი კოლორადოელი მშენებლის გარი ფოლკნერის როლს ასრულებს.

ფილმში ხმლით შეიარაღებული კეიჯის გმირი რამდენჯერმე ცდილობს გადავიდეს პაკისტანის და ავღანეთის ტერიტორიაზე და მოკლას ალ ქაედას ლიდერი, თუმცა მას უკვე დაასწრეს, უსამა ბინ ლადენი 2011 წლის მაისში ამერიკელმა სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა.

ფილმის ისტორია დაფუძნებულია ჟურნალ GQ-ს სტატიაზე. მას რეჟისორი ისეთივე სულისკვეთებით გადაიღებს, როგორც თავის სხვა დანარჩენ ფილმებს. ახალი კომედიის პრემიერა ნიკოლას კეიჯის მონაწილეობით შემოქმედებით ჯგუფს ამ წლის ბოლოს აქვს დაგეგმილი.