4 იანვარი, 2015

ნიკოლ შერზინგერმა საიდუმლო გაამხილა

nikol136 წლის მომღერალმა ნიკოლ შერზინგერმა საკუთარი იდეალური სხეულის საიდუმლო გაამხილა. მან უცხოელ ჟურნალისტებთან თავის წონაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ზამთრის მენიუზე გულახდილად ისაუბრა:

“მე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ ქალს, წონის პრობლემა ეტაპობრივად მაწუხებს. ჩემი წონა ნორმას ხან აჭარბებს, ხანაც ჩამორჩება. შესაბამისად, მაქვს კარგი დღეები და ცუდი დღეები. ადრე, წლების განმავლობაში სისტემატურად ვვარჯიშობდი. ახლა, როცა უკვე 30-ს გადავაბიჯე, ვცდილობ ბალანსი მოვძებნო. ჩემთვის ჯანმრთელობა ჯანსაღი აზროვნებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველაფერი წესრიგშია – შინაგანი, ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია იყო ბედნიერი, იპოვო ბალანსი, მაქსიმალურად გამოავლინო შენი შესაძლებლობები და გარშემომყოფებს სიმშვიდე მიანიჭო. რაც შეეხება ზამთრის მენიუს, ცივ ამინდებში ყოველთვის გინდება უფრო მეტი ჭამა, ვიდრე ზაფხულში, თუმცა აქაც ბალანსის დაცვაა საჭირო. ლონდონში ყოველთვის ცხელ ჩაიზე ვოცნებობ. როცა ლოს ანჯელეიდან დიდ ბრიტანეთში ჩამოვდივარ, ჩემი რაციონი ყოველთვის იცვლება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ვცდილობ კონტროლი არ დავკარგო და საკუთარ გარეგნობაზე მაქსიმალურად ვიზრუნო.”