20 იანვარი, 2015

ნიკო ბერიძე აფერისტების მსხვერპლია

niko8მომღერალი ნიკო ბერიძე, რომელიც მაყურებელმა სხვადასხვა მუსიკალური პროექტებით გაიცნო, გაურკვევლობაშია. “ორი ვარსკვლავის” და “ჯეოსტარის” მონაწილე, ასევე კოტეს როლის შემსრულებელი დავით დოიაშვილის გახმაურებულ მიუზიკლში “ქეთო და კოტე” აფერისტების მსხვერპლია.

როგორც მომღერალი აცხადებს, უცნობმა ადამიანებმა მისი სახელით მანიპულირება გადაწყვიტეს და ნიკო ავადმყოფად გამოაცხადეს.

მისი განმარტებით, საკუთარი სახლის კედელზე სპეციალური განცხადება დავხდა გაკრული, რომელიც იუწყება, რომ მომღერალს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება ისრაელში. განცხადების ავტორები ყველას მოუწოდებენ დაეხმარონ ნიჭიერ მომღერალს და მისი სიცოცხლე გადაარჩინონ:

“ეხლახანს დამხვდა ჩემს სახლზე სამსახურიდან რომ დავბრუნდი. ფულის გაკეთება მოგინდათ ჩმორებო?” – ინტერესდება მომღერალი.