Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნაძვის ხეების ფესტივალი დასრულდა

8 იანვარი, 2015

nadzvis-xe4ერეკლე მეორის ქუჩაზე, ნაძვის ხეების ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებული ტელეკომპანია “GDS”-ის მიერ წარმოდგენილი ნაძვის ხე გახდა.

საუკეთესო ნაძვის ხე ხმის დამთვლელმა კომისიამ ჟურნალისტებთან ერთად გამოავლინა. კომისიის წევრები თამარ ფოცხიშვილი, მსახიობი ნიკა წულუკიძე და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი იყვნენ.

ნაძვის ხეების ფესტივალი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიის ორგანიზებით, 25 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვარს დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში ერეკლე II-ს ქუჩის სტუმრებს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვადასხვა წამყვანი ბიზნეს და ტელე კომპანიების მიერ წარმოდგენილი ნაძვის ხეები და ხმა მიეცათ საუკეთესოს გამოსავლენად.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებს შორის იყო: ”Wissol” ჯგუფი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”, ტელე კომპანია “GDS”, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “დინამო თბილისი”, კომპანია “ახალი ქსელები”, დიზაინერი აკა ნანიტაშვილი, მაღაზია “პროვანსი”, მაღაზია “ქრონოგრაფი”, ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, გაზეთი “პრაიმ ტაიმი”, კომპანია “კაპაროლი” და კომპანია “კონტრალო”.

გამარჯვებულ ნაძვის ხეს თბილისის მერიის მიერ დამზადებული სიმბოლური პრიზი გადაეცა.