27 იანვარი, 2015

მზია კვირიკაშვილს 65 წელი შეუსრულდებოდა

mzia627 იანვარს ნინოობის დღესასწაულზე სიცილის დედოფალს მზია კვირიკაშვილს 65 წელი შეუსრულდებოდა. მეგობარს დაბადების დღეზე იუმორისტი მამუკა ლომაშვილი იხსენებს:

“ნინოობაა! დღეს მზიას 65 წელი შეუსრულდებოდა. სადაც არის და როგორც არის, იქ ვულოცავ, ვიცი რომ აუცილებლად იგრძნობს და მიიღებს კიდევაც ამ მილოცვას. გაუხარდება, ის ხომ ძალზედ გულჩვილი და მგრძნობიარე იყო, დიახ იყო აქ და არის იქ. იქ, სადაც მუდმივი და მარადიულია ყველაფერი. ის ძალიან დიდი მეგობარი იყო ჩემი, მეგობარი რომელიც ყოველთვის მზრუნველი, ყურადღებიანი და გულწრფელი იყო. ასეთი გულწრფელობითვე უყვარდა თავისი ხალხი და ქვეყანა. მის ნიჭიერებაზე და პროფესიონალიზმზე არ ვსაუბრობ შეგნებულად, იმიტომ რომ მე ჩემს მეგობარს ვიხსენებ, მეგობარს რომელიც ცხოვრების ბოლომდე დარჩება ჩემს საუკეთესოდ. რამდენი რამ მაგონდება, ხალისიანი, ღიმილიანი და მუდამ დადებითობის მფრქვეველი. განა მასე ჰქონდა საქმე? არა, მაგრამ ყველას ასე ულამაზებდა ცხოვრებას, უყვარდა სიურპრიზები და ადამიანების გახარება, ამ გახარებით კი თვითონ უფრო უხაროდა. დაბადების დღეს გილოცავ, მზია, იქ, სადაც ხარ და როგორც ხარ, ვიცი, რომ აუცილებლად მოვა ეს მოლოცვაა შენამდე და გაგიხარდება!”

მზია კვირიკაშვილი 2010 წელს 61 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.