მიშა სულუხია: ნინა ჩემი ფავორიტი იყო!

misha2“ევროვიზია 2015”-ის შესარჩევ კონკურსში მონაწილე მომღერალი მიშა სულუხია კონკურსის შესარჩევ ფინალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

“ჩემი 5 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემს მიერ დაწერილმა სიმღერამ, რომელიც ჩემს სახლში დაიწერა ჩემს მიერ, იქვე გაკეთდა არანჟირება და ჩაიწერა და რომელზედაც მე მაღალი ფსონი არ დამიდია მხოლოდ და მხოლოდ მისი ფორმატულობიდან გამომდინარე, მიუხედავად ამისა, გამოიწვია ისეთი რეზუმე რომელსაც არ მოველოდი. გაუწია ჯანსაღი კონკურენცია ეთერ ბერიაშვილის სიმღერას, რომელიც ევროვიზიის კომპოზიტორმა სპეციალურად შექმნა მისთვის, ჯგუფ ნიუტონის 5 ნამდვილად ღირსეულ და უნიჭიერეს მუსიკოსის ნამუშევარს, ნინა სუბლატის აბსოლუტურად ფორმატული და ხარისხიანი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ წარმოდგენილ “WARIOR”-ს. დაინტერესდა 25-ზე მეტი უცხოური პრესა, ბლოგი და გამომცემლობა და მოხვდა არაერთი რეიტინგის პირველ ადგილებზე. მიიღო ლიცენზია დატრიალებულიყო ევროვიზიის რადიოს ბადეში, რომელიც ნახევარ გლობუსს მოიცავს და ბოლოს საერთაშორისო ჟიურის შეფასებით მხოლოდ 2 ქულის სხვაობით დაიკავა ღირსეული ადგილი. არ მაქვს უფლება, არ გამოვთქვა მადლიერება ამ შედეგების გამო, არ გამოვტყდე, რომ მთელი ამ კონკურსის განმავლობაში ჩემი ფავორიტი იყო ნინა და არ ვუსურვო მას დიდი წარმატება. საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის ESC კონკურსზე.”