Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიშა გომიაშვილი: ახია ჩვენზე!

21 იანვარი, 2015

mmmm5მიშა გომიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და თავის ადგილზე დაბრუნებას სთხოვს:

“არ დავიწყებ მადლობებით… ეს თქვენი სურვილი იყო, რასაც აკეთებდით ძალიან ბევრი წლების მანძილზე… ბევრი ადამიანი გადაარჩინეთ შიმშილით სიკვდილს და ალბათ, კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით…

თქვენ, პირადად თქვენ გამოგყვათ და დაიჯერა თქვენი ქართველმა ერმა… გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, სასიკეთო მომავლის. ბოლოს და ბოლოს ჩვენი მშვიდი ცხოვრების… იმედი იმისა, რომ ჩვენ სიცოცხლეს ასე ვეღარავინ ვეღარ ხელყოფს და ყოველივე ამის და კიდევ ბევრის გარანტად თქვენ გვესახებოდით!!!

ნუთუ “ოცნებამ” მხოლოდ ოცნება დაგვიტოვა… მე ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო, რომ თქვენ არ შეგტკივათ გული საქართველოზე, რომ თქვენ არ ხართ დღეს ამაყი იმით, რაც გააკეთა მამა ილია კარტოზიამ… რომ თქვენ დღეს არ შეგრძრათ მამა ვაზაგაშვილის მკვლელობამ…. მე რომ არ ვიყო ყველაფერში ამაში დარწმუნებული, არც მოგმართავდით….

ამიტომ, მოგმართავთ, გთხოვნით და მოვითხოვ თქვენგან, როგორც დაიწყეთ, როგორც დაგვპირდით… კეთილი ინებეთ და მობრძანდით, დაბრუნდით თქვენს ადგილზე, ადგილზე რომელზეც ქართველმა ხალხმა მოგაბრძანათ და რაც დაგვპირდით, შეასრულეთ!!!

იმედი მაქვს ეს თხოვნა-მოთხოვანა სრულიად საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა…

წინააღმდეგ შემთხვევაში ახია ჩვენზე ყველაფერი….

პატივისცემით მიშა გომიაშვილი”