18 იანვარი, 2015

მიხეილ გიორგაძე სომხურ ეკლესიებზე განმარტებას აკეთებს

misha1საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოში მდებარე სომხურ ეკლესიებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც ცნობილია, სომხურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე 450 ეკლესიის გადაცემის თხოვნით იუნესკოს მიმართა. შესაბამისი მიმართვა იუნესკოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გააგზავნა. საზოგადოებისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ ტაძრებზეა საუბარი.

როგორც მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუმარტა:

“კულტურის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის რელიგიური კუთვნილების გარკვევა. ამ სიაში მოხსენიებულ და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვუდგებით როგორც ძეგლებს და ვზრუნავთ მათზე, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა.”