4 იანვარი, 2015

მიხეილ გიორგაძე: “კულტურაზე ქვეყნის იდენტობა დგას!”

misha1საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ახალ 2015 წელს ახალი გეგმებით ხვდება:

“მინდა გულითადად მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა. თითოეულ ჩვენგანს სჯერა, რომ მომავალი წელი წინაზე უკეთესი იქნება. ეს დღესასწაული ყოველთვის დატვირთულია დადებითი ემოციებით.

2014 წელი საქართველოსა და ქართული კულტურისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ოჯახისაკენ და ჩვენი ღირებულებები ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დავადასტურეთ.

კულტურა ის ფუნდამენტია, რომელზეც ქვეყნის იდენტობა დგას. მეამაყება რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე მთავარი – ადამიანური რესურსი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავს ჩვენი ქვეყნის მეგობრად მიიჩნევს, მინდა ვუსურვო ჯანმრთელი, მშვიდობიანი, წარმატებული 2015 წელი.”