18 იანვარი, 2015

მიკ ჯაგერმა სტიპენდია დააწესა

mik-jageri4ჯგუფ “The Rolling Stones”-ის ლიდერმა მიკ ჯაგერმა ბრენდ “L’Wren Scott”-ის დიზაინერის და თავისი შეყვარებულის ლორენ სკოტის სახელობის სტიპენდია დააწესა. ამ სტიპენდიის მიღება შეეძლება იმ ერთ გამორჩეულ და წარმატებულ სტუდენტს, ვინც ლონდონის ხელოვნების კოლეჯში Central Saint Martins ისწავლის.

პროგრამა სასწავლებელში მომავალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. მასში შედის ორწლიანი სწავლების საფასურის გადახდა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და კვება.

როგორც მიკ ჯაგერი განმარტავს, ეს პროგრამა სამი წლის განმავლობაში იმუშავებს. სტიპენდია ხელოვანმა თავისი შეყვარებულის ლორენ სკოტის სახელის უკვდავსაყოფად დააწესა.

49 წლის დიზაინერმა მანჰეტენზე თავის აპარტამენტებში თავი საკუთარ ყელსახვევზე ჩამოიხრჩო. მისი გვამი მოდელიორის ასისტენტმა აღმოაჩინა. მიკ ჯაგერი და ლორენ სკოტი 2001 წლიდან ერთად იყვნენ. მისი გარდაცვალების გაგებისთანავე, მუსიკოსმა ავსტრალიაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. მან 6,6 მილიონი დოლარიც გაიღო, რომ ლორენის ვალები სრულად დაეფარა, რითაც მისი სახლი სასამართლოს გზით გაყიდვისგან გადაარჩინა.