Maroon 5-მა ახალი კლიპი გადაიღო

m55მსოფლიოში პოპულარულმა ჯგუფმა Maroon 5-მა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო. ჯგუფმა კლიპისთვის სიმღერა ”Sugar” შეარჩია, რომელიც მათი ერთ-ერთი ბოლო ალბომიდანაა სახელწოდებით ”V”. ალბომი მუსიკოსებმა შარშან გამოუშვეს.

ეს ჯგუფისთვის ამ ალბომიდან შერჩეულ სიმღერებზე უკვე მესამე ვიდეორგოლია. ”Maps”-ის და “Animals” -ის შემდეგ ”Sugar”-ის ჯერიც დადგა. კლიპში მუსიკოსები ქორწილებში ჩუმად მიდიან და ახლადდაქორწინებულებს სიურპრიზს უწყობენ.

ჯგუფი უკვე წლებია პოპულარობას არ კარგავს და მისი თაყვანისმცემელთა არმია დღითი დღე ელვის სისწრაფით იზრდება.

ახალ ვიდეორგოლს, რომელიც youtube-ში დღეს აიტვირთა, უკვე ათასობით ნახვა, მოწონება და კომენტარი აქვს.