6 იანვარი, 2015

მარკ ტვენის მემორიალური დაფა მოიპარეს

mmmm5Associated Press-ის ცნობით, ცნობილი ამერიკელი მწერლის მარკ ტვენის ბრინჯაოს მემორიალური დაფა მისი საფლავიდან მოიპარეს. ადგილობრივი პოლიცია უკვე იძიებს საქმეს და დამნაშავის დაკავებას ცდილობს.

ნიუ იორკის შტატის ქალაქ ელმაირის სასაფლაოს დირექტორის განცხადებით, მემორიალური დაფა კვადრატული ფორმისაა, რომელიც მწერლის ქალიშვილის დაკვეთით არის შესრულებული. დაფაზე მარკ ტვენი 78 წლის ასაკშია გამოსახული.

მარკ ტვენი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი სემუელ ლენგჰორნ კლემენსია, მისურის შტატის ქალაქ ფლორიდაში დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია “ტომ სოიერის თავგადასავალი”, “უფლისწული და მათხოვარი” და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი.”