14 იანვარი, 2015

მარჯანიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

mar116 და 17 იანვარს მარჯანიშვილის·თეატრის სხვენში პრემიერა გაიმართება. რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი მაყურებელს ეშსთავაზებს სპექტაკლს, რომელიც ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ მიხედვით დადგა.

სპექტაკლის რეჟისურის გარდა, პეტრე ჩარგეიშვილმა მის სცენოგრაფიასა და მუსიკალურ გაფორმებაზეც იმუშავა. წარმოდგენაში მონაწილეობენ ვალერი კორშია, ზაზა იაკაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ლილე ფილფანი, ნათია ნიკოლაიშვილი, გიორგი ტატიშვილი, თენგიზ პაპიძე, გიგა გოგოჩაძე, გიორგი ჟღერია, ბესო ბახტაძე, ბაკური ჟვანია, ამირან გოგოლაძე და სოფო სიმონიშვილი.

“სისტემა კანონიერების პროდუქტია,მხოლოდ სექტად არ უნდა იქცეს… სექტადქცეულ სისტემას კი გაქცევით ვერ შეცვლი… სისტემაში უნდა დარჩე და იბრძოლო მის შესაცვლელად თუნდაც შეეწირო მას და გაქცევა დარჩენითაც შესაძლებელია ასე ვფიქრობ … როგორ მოიპოვებ თავისუფლებას გაქცევით, დარჩენით, თუ?!”

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.