3 იანვარი, 2015

მარიკა მაჩიტიძე პოლონეთში მიიწვიეს

marika1თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი ქუთაისელი მარიკა მაჩიტიძე პოლონეთში მიიწვიეს. მომღერალი საახალწლო კონცერტს ჩაატარებს.

3 იანვარს ქალაქ ვროცლავში Centennial Hall-ში მარიკა მაჩიტიძე კონცერტს გამართავს. მასთან ერთად პოლონელი ბარიტონი მარჩინ ბრონიკოვსკი მიიღებს მონაწილეობას.

ვროცლავის სიმფონიურ ორკესტრს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს.