Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მაილი საირუსის მძარცველი დაიჭირეს

11 იანვარი, 2015

maili2კალიფორნიის შტატის პოლიციამ სკანდალური მომღერლის მაილი საირუსის მძარცველი დააკავა. სამართალდამცველებმა დაიჭირეს 22 წლის მამაკაცი, რომელიც მომღერლის ბინის გაქურდვაშია ეჭვმიტანილი. მას აღმოაჩნდა მაილის და მისი ძმის პირადი ნივთები, თუმცა დაკავებული თავს დამნაშავედ არ სცნობს.

მომღერლის ძარცვაში ეჭვმიტანილი რასტი ედვარდ სელნერია, რომელიც პირველად არ არის დაკავებული ქურდობისთვის. პროკურორი არ აკონკრეტებს, რა ღირებულების ნივთებია მოპარული, თუმცა ამის გარეშეც გასაგებია, რომ თუკი ეჭვმიტანილს დანაშაული დაუმტკიცდა, მას დიდხანს მოუწევს ციხეში ჯდომა. რასტი ედვარდ სელნერი ორჯერ უკვე იყო გასამართლებული ქურდობისთვის, ამიტომაც თუკი მაილი საირუსის ბინა ნამდვილად მან გაძარცვა, დამნაშავეს 7 წლით და 8 თვით პატიმრობა ემუქრება.

მაილი საირუსი და მისი ბინა თუ ძვირფასეულობა ქურდებისთვის გამორჩეულად მიმზიდველია. მომღერალი უკვე რამდენჯერმე გაქურდეს. პირველ ჯერზე მისი სახლიდან დიდი ოდენობის ძვირფასეულობა წაიღეს და თან ხელს მისი ახალთახალი მაზერატიც გააყოლეს. მოგვიანებით მანქანა სამართალდამცველებმა იპოვნეს. ორი წლის წინ კი მომღერალი ისევ გაქურდეს.