მაიკლ დუგლასს ებრაული ნობელით დააჯილდოვებენ

duglas222ჰოლივუდის მსახიობს მაიკლ დუგლასს ებრაული ნობელით დააჯილდოვებენ. ეს გადაწყვეტილება Genesis Prize Foundation -მა მიიღო. ფონდის პრემია “გენეზისი” მსახიობს 18 იანვარს იერუსალიმში საზეიმო ვითარებაში გადაეცემა.

ნობელის პრემიის მიღების გარდა, მაიკლ დუგლასს ფულადი ჯილდო, 1 მილიონი დოლარიც გადაეცემა. ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი ამავე დროს, გაეროს კეთილი ნების ელჩია, ის ასევე ადამიანების უფლებების დაცვით აქტიურად არის დაკავებული.

ებრაული ნობელის პრემია ფონდის მიერ წელს მეორედ გაიცემა. ეს ჯილდო შარშან დაწესდა და მისი პირველი მფლობელი ნიუ იორკის ექს-მერი მაიკლ ბლუმბერგი გახდა.