15 იანვარი, 2015

ლიზა ყენია მხარდაჭერას ითხოვს

l3“ერთი ერთშის” ყველაზე პატარა მონაწილე ლიზა ყენია თავის ერთგულ გულშემატკივრებს მხარდაჭერას სთხოვს:

“არ მჯერა რო ამ ფოტოში მე ვარ და არა დედაჩემი! ხალხნო, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც შემოხვედით ჩემს მდგომარეობაში და ჩემი თხოვნა, რომელსაც მთელი არსებით ვწერ ხოლმე, არ გაატარეთ და ვინც ერთი სმს მაინც გამომიგზავნეთ! არ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია და რამხელა სტიმულია! მიყვარხართ და თქვენი იმედი მაქვს სიცოცხლის ბოლომდე და განსაკუთრებით, შემდეგ ლაივზე, რომელიც ნახევარფინალია და წყდება, ვინ გადავა ფინალში და იმედი მაქვს, მთელი სულით მჯერა, რომ დამიდგებით მხარში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ და იმ ადამიანებს ვინც მუშაობდნენ ჩემზე. დედა, ყველას მირჩევნიხარ!”