5 იანვარი, 2015

კიმ კარდაშიანმა ტაბლოიდების დედოფლის წოდება მიიღო

kim1რეალითი შოუს ვარსკვლავის კიმ კარდაშიანისთვის გასული წელი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მან და კენი უესტმა თავისი ურთიერთობა დააკანონეს, მისი სახელი ყველაზე ხშირად ექცეოდა ელიტარული ქრონიკების მიმოხილვის სათავეში, ყველაზე პოპულარული გამოცემების რედაქტორები კი მას საკუთარი ჟურნალების პირველ ყდაზე პოზიორობას სთავაზობდნენ. საბოლოო ჯამში, კიმ კარდაშიანმა 34 გავლენიანი გამოცემის პირველი გვერდი დაამშვენა და ამით მან “ტაბლოიდების დედოფლის” ტიტული მოიპოვა.

მეორე ადგილი აქტუალობით და პოპულარობით მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა დაიკავა. გასული წელი მისმა გულშემატკივრებმა მსახიობის ქორწილის მოლოდინში გაატარეს. სამწუხაროდ, ჯენიფერ ენისტონის და ჯასტინ ტერუს საქორწილო ცერემონიალი არ შედგა. მისთვის გასული წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჯენიფერის დიდი ხნის ოცნება ასრულდა და ის მოხვდა ოსკარზე ნომინაციაში “წლის საუკეთესო მსახიობი ქალი”.

მესამე ადგილი ტაბლოიდებმა პრინც უილიამის ორსულ მეუღლეს ქეით მიდლტონს მიანიჭეს. 2014 წლის დასაწყისიდან ტაბლოიდები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას კემბრიჯის ჰერცოგინიას ორსულობასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე პაპარაცები ქეითის მუდმივი თანამგზავრები გახდნენ, რამაც ჟურნალ-გაზეთებში მისი ფოტოების დიდი რაოდენობით ბეჭდვა გამოიწვია.