6 იანვარი, 2015

ხელოვნების სასახლეს უნიკალური პორტრეტი გადაეცა

1bagr1მსოფლიოში ცნობილი მხატვრის ილია რეპინის მიერ შექმნილი ანა ილიას ძე ბაგრატიონის პორტრეტი ცნობილმა რუსმა მკვლევარმა და და საზოგადო მოღვაწემ იგორ ობოლენსკიმ საქართველოს ხელოვნების სასახლეს გადასცა.

ძვირფასი პორტრეტის პრეზენტაცია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 8 იანვარს გაიმართება. პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია ნახატის რესტავრაცია და აღნიშნული მინაწერის დეტალური შესწავლა.

მკვლევარი იგორ ობოლენსკი საჩუქრის გადაცემასთან ერთად საკუთარი წიგნის „სილამაზის ბედისწერა“ პრეზენტაციას გამართავს. აღნიშნულ წიგნში ანა ილიას ძე ბაგრატიონის ბიოგრაფიაა შეტანილი.

უნიკალური პორტრეტი მეცნიერმა პარიზში ერთ-ერთ ცნობილ ანტიკვარულ სალონში შეიძინა. მასზე გამოსახული ჭავჭავაძის ქალბატონი დედის მხრიდან საქართველოს მეფის გიორგი მეთორმეტის შვილთაშვილია.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ანა ბაგრატიონ-ჭავჭავაძე გრაფ ვორონცოვ-დაშკოვზე დაქორწინდა და გრაფინიას ტიტული მიიღო. 1924 წელს ქართველმა თავადიშვილმა პარიზში სამოდელო სახლი „იმედი“ გახსნა. ამავე პერიოდში ის ცნობილი ფრანგი დიზაინერის კოკო შანელის მოდელი გახდა. პორტრეტის ავტორის ვინაობა ნახატის უკანა მხარეს მინაწერის სახითაა აღნიშნული.

რესტავრაციის შემდეგ პორტრეტი სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში გამოიფინება.