კათარზისში სუპერ ბებია და ბაბუა გამოავლინეს

mister15 იანვარს კათარზისში ტრადიციული კონკურსი “სუპერ ბებია და ბაბუა” გაიმართა. „სუპერ ბებიის“ და „სუპერ ბაბუის“ საპატიო წოდება მიენიჭათ 78 წლის ნანული პაპიაშვილს და 82 წლის ზურაბ გოგიძეს.

კონკურსის ყველა მონაწილეს კომპანია “თელასმა” სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, თან სათნოების სახლ “კათარზისის” მობინადრეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული და ახალი წელი მიულოცა.

„სუპერ ბებია და ბაბუა“ ტრადიციული კონკურსის მონაწილეებისთვის კომპანიამ ფულადი ჯილდოები დააწესა. გამარჯვებულები 500 ლარით დაჯილდოვდნენ ხოლო დანარჩენი მონაწილეები – 70 ლარით. აგრეთვე, საახალწლო ნობათი “თელასისგან”, სხვადასხვა ტკბილეული, ყველა კონკურსანტმა მიიღო.

წელს კონკურსში 70 წელს გადაცილებული 23 მოხუცი მონაწილეობდა – “კათარზისის” და საქართველოს სხვა რეგიონებში განლაგებული სათნოების სახლების წარმომადგენლები.

ტრადიციული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისის“ მიერ 2014-2015 წლებში ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს 15.000 ლარის ოდენობით კომპანია „თელასი“ დაფარავს. შესაბამისი სერტიფიკატი სათნოების სახლს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა. „თელასის“ დახმარებით „კათარზისის“ 300–ზე მეტ მოხუცებულს წლის ყველაზე ცივ თვეებში სინათლე და სითბო არ მოაკლდებათ.

სათნოების სახლ “კათარზისს” კომპანია “თელასი” 2005 წლიდან მფარვებლობს. ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვის გარდა კომპანია „თელასი“ მოხუცთა თავშესაფარს პროდუქტით და საჭირო ინვენტარითაც ამარაგებს. წელსაც საკვები პროდუქტების შესაძენად სათნოების სახლს კომპანია „თელასმა“ 5.000 ლარი გადასცა.