Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კამერონ დიასი მუსიკოსზე გათხოვდა

6 იანვარი, 2015

kameron2ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და სასურველო სარძლო კამერონ დიასი გათხოვდა. მისი რჩეული მუსიკოსი ბენჯი მედენია. საიდუმლო ქორწილი კამერონის სახლში წყვილის უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაიმართა.

ქორწილში მიწვეულთა შორის იყვნენ რუზ უიზერსპუნი, გვინეტ პელტროუ, სამანტა რონსონი. კამერონ დიასის მეჯვარეები იყვნენ ნიკოლ რიჩი და დრიუ ბერიმორი, ასევე კამერონის და ჰიმენი და ასისტენტი ჯეს ლატცი. ერთმანეთისთვის თანხმობის გაცხადებამდე, ბედნიერმა წყვილმა სტუმრებისთვის სპეციალური ვახშამი მოაწყო.

კამერონისა და ბენჯის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, წყვილი მხოლოდ 7 თვეა ერთმანეთს ხვდება. მსახიობი არასოდეს ილტვოდა გათხოვებისკენ და ადამიანის პირად ცხოვრებაზეც საკუთარი მოსაზრებები ჰქონდა, მაგრამ ბენჯის გამოჩენამ მისი მოსაზრებები თავდაყირა დააყენა.

კამერონ დიასი და ბენჯი მედენი ერთმანეთს ნიკოლ რიჩიმ გააცნო. მუსიკოსი ნიკოლის მეუღლის ძმაა:

“ბენჯის ადვილად უყვარდება, მაგრამ კამერონის შემთხვევაში, ეს ნამდვილი სიყვარულია. ორივე უზომოდ ბედნიერია და ჩვენც მათთან ერთად ვხარობთ.”