4 იანვარი, 2015

ჯორჯ კლუნის ცოლს პატიმრობით ემუქრებიან

amal1ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯორჯ კლუნის ცოლს ამალ კლუნს პატიმრობით ემუქრებიან. ციხეში ჩასმით მსახიობის ადვოკატ მეუღლეს ეგვიპტის ხელისუფლება მას შემდეგ დაემუქრა, რაც მან კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ქვეყნის სასამართლო სისტემის არასაკმარის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა US Weekly-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამალ კლუნმა ამ პრობლემების შესახებ საჯაროდ ისაუბრა:

“ისინი მიშლიდნენ ჩემი დასკვნა კაიროში წარმედგინა და მკითხეს, ვაკრიტიკებდი თუ არა ჯარს, სასამართლო სისტემას და ხელისუფლებას. რაზეც ვუპასუხე, რომ დიახ. მაშინ მათ გვიპასუხეს, როგორც გენებოთ, მაგრამ ამ ნაბიჯით თქვენ პატიმრობისკენ მიისწრაფვითო”, – განაცხადა ამალ კლუნმა.

თავის მოხსენებაში ჯორჯ კლუნის მეუღლე საუბრობს კაიროში გასულ ზაფხულს ალ ჯაზირას სამი ჟურნალისტისთვის განაჩენის გამოტანაზე. მისი აზრით, ეგვიპტური სასამართლოს მიერ არასწორი განაჩენი იქნა გამოტანილი.

ამალ კლუნი ადვოკატი და უფლებადამცველია. 2011 წლიდან ის Wikileaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ინტერესების დამცველია. გასულ წელს კი ვარსკვლავის მეუღლე “ლონდონის ყველაზე სექსუალურ ადვოკატად” დაასახელეს.